თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კავკასიოლოგთა III საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი, რომელიც ჩატარდება თბილისში 2026 წლის 19-21 ოქტომბერს.
კონგრესის მიზანია, კომპლექსურად წარმოადგინოს კავკასიის ლინგვისტური, ანთროპოლოგიური, კულტურულ-ისტორიული პორტრეტი არქაული პერიოდებიდან თანამედროვე ვითარებამდე, ამიტომ სამეცნიერო ფორუმი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:
- იბერიულ-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის აქტუალური საკითხები. ისტორიულ-შედარებითი, აღწერითი და არეალურ-ტიპოლოგიური კვლევები;
- კავკასიის ანთროპოლოგია;
- კავკასიის ისტორია და წყაროთმცოდნეობა;
- ისტორიული გეოგრაფიისა და დემოგრაფიის საკითხები;
- კავკასიის პალეოგრაფია;
- ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური ასპექტები;
- ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის ისტორია;
- კავკასიის არქეოლოგიური კულტურები;
- კულტურის ისტორია;
- კავკასიის ხელოვნებათმცოდნეობა და ხელოვნების ისტორია;
- კავკასიის ჰერალდიკა და ნუმიზმატიკა.
ყოველ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება, სურვილისამებრ, შექმნას საავტორო პანელი.
ლიცენზირებული უნივერსიტეტების ხელმძღვანელთა საყურადღებოდ: ვინაიდან იმუშავებს სტუდენტთა სპეციალური სექცია, გთხოვთ, გააცნოთ საინფორმაციო წერილი სტუდენტებს (ბაკალავრი მესამე კურსიდან და ზემოთ, მაგისტრი/მაგისტრანტი, დოქტორანტი), რომლებიც უფლებამოსილნი არიან, წარდგნენ კონგრესის წინაშე მომხსენებელთა სტატუსით.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური და რუსული.
მასალები მიიღება 2026 წლის 30 ივნისამდე.
ტექნიკური მოთხოვნები:
- ფაილის რედაქტორი — MS Word;
- ფაილის სათაურის ფორმატი — გვარი_სახელი.doc(x)
- გვერდის ზომა — A4;
- შრიფტი ძირითადი ტექსტისათვის — Sylfaen
- შრიფტის ზომა — 11, ხაზებს შორის ინტერვალი — 1.15;
- შრიფტი საენათმეცნიერო ტრანსკრიფციისათვის — ICL_Symbol (ისეთი სიმბოლოებისთვის, რომლებიც შეიძლება არ აღმოჩნდეს ამ შრიფტში, გთხოვთ გამოიყენოთ TITUS Bitstream Unicode ან გამოგვიგზავნოთ თქვენ მიერ შერჩეული შრიფტის TrueType ან OpenType ფორმატის ფაილი);
- ტექსტის მოცულობა — მაქს. 1000 სიტყვა.
მასალები მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით მისამართზე: congress.caucasology@tsu.ge
სარეგისტრაციო ფორმა იხ. ბმულზე: https://forms.gle/1NhNW4hLPLGNBVun8
კონგრესის ჩატარების ფორმატი — ჰიბრიდული.
აუცილებელი განმარტება: ავტორი, რომელიც არ წარმოადგენს მოხსენებას/პრეზენტაციას მის მიერ არჩეული ფორმატით, ვერ მიიღებს მონაწილის სერთიფიკატს და, შესაბამისად, მასალებიც არ გამოქვეყნდება.
პატივისცემით
კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი